Sunday, June 1, 2014

უილიამ ფოლკნერი ''ხმაური და მძვინვარება''

    ამ წიგნის წერისას მე კითხვა ვისწავლეამბობს უილიამ ფოლკნერი ხმაური და მძვინვარების  ბოლოთქმაში და აგრძელებს...
ეს ერთადერთია, რომლის დაწერის ხანს თავისთვის ძალა არ დამიტანებია, არც დაძაბულობა განმიცდია და, შემდეგ, არც დაქანცულობა, არც შვება მიგრძვნია და არც წყენა. ყოველგვარი გეგმის გარეშე შევუდექი მის წერას. წიგნადაც არ იწერებოდა. იქნებოდა ეს თუ არა წიგნი და დაბეჭდავდნენ თუ არა, არ მინდოდა ამაზე ფიქრი და ასე ვეუბნეოდი თავს, არ უნდა იდარდო, მოეწონებათ იგი გამომცემლებს თუ არა“  ვფიქრობ სწორედ ამან განაპირობა ამ წიგნის  აღიარება და სიყვარული ჯერ ავტორის შემდეგ კი მკითხველისთვის
                                                         


 "ხმაური და მძვინვარება" რომანის სათაური “The Sound and the Fury” წარმოსდგება უილიამ შექსპირისმაკბეთიდან”, მეხუთე მოქმედება, მეხუთე სცენა. ნიკო ყიასაშვილის კომენტარი ასეთია:,,ეს ერთერთი საუკეთესო და უმნიშვნელოვანესი პასაჟია შექსპირის დრამატურგიაში. მაკბეთის ამ სიტყვებს ჰამლეტისა და ლირის რეფლექსიათა ფართო ფილოსოფიური განზომილება გააჩნიათ. უილიამ ფოლკნერის ცნობილი რომანის სათაური – "ხმაური და მძვინვარება" – სწორედ მაკბეთის ამ მონოლოგიდან არის აღებული (დედნისეული "ხმაური და მძვინვარება" მაჩაბელს ერთი სიტყვით აქვს გადმოტანილი – "აურზაური")’’
      ფოლკნერზე დიდი გავლენა მოახდინა ფროიდიუნგის მოძღვრებამ ისევე როგორც ბევრ სხვაზე იმ პერიოდშიფოლკნერი წერს გრძელი წყვეტილი ფრაზებით მისი ნამუშევრები თვალსაჩინო მაგალითია ისეთი ლიტერატურული ტექნიკის გამოყენებისა, როგორიცაა ცნობიერების ნაკადი, რამდენიმე პარალელური მთხრობელი ან თვალსაზრისი, და თხრობის დროთა ცვალებადობა. მარეხ ლოლაძე თავის დისერტაციაში წერს :,, . ფოლკნერმა ამბის თხრობის თავისებური მანერა შეიმუშავა, სიტყვებს განსხვავებული თანწყობა მოარგო და მასში ერთი მიკროსამყარო ჩაატია. ძნელად მოიპოვება კრიტიკული ნაშრომი ფოლკნერის მხატვრული ოსტატობის შესახებ ქართულ თუ უცხოურ ენებზე, სადაც მოტანილი არ არის  იაპონიაში აუდიტორიის წინწარმოთქმული სიტყვები: «სათქმელს განგებ არ ვაბუნდოვანებ..... მე არ ვეკუთვნი განათლებული ადამიანების რიგს. სკოლა არ მომწონდა და 6 კლასის შემდეგ თავი დავანებე. ამიტომ ჩემი აზროვნება სრულიად არ არის რაციონალური და ლოგიკური. ძალიან ცოტა ვიცი მათემატიკაშიც, რომლითაც ტვინის დისციპლინირებას ახდენს ადამიანი»
                                                     
   

 ნაგანოს სემინარიაზე კი ფოლკნერი ამბობს: «ვცდილობდი ყველაფერი მოგვეგროვებინა შეგვექუჩებინა, მთელი გამოცდილება ერთ აბზაცში მოგვექცია და ხელიდან არ გაგვეშვა წამიერი განცდის არც ერთი ნიუანსი, მზის სხივის არც ერთი გაელვება. ამიტომაც არის ჩვენი სტილი მოუქნელი და ძნელად საკითხავი. სულაც არ გვდომებია მოუქნელი ყოფილიყო მაგრამ ვერაფერი მოვუხერხეთ». (ფოლკნერი ხმარობს არა «მე»-, არამედ «ჩვენ», რადგან თავისთან ერთად გულისხმობს თომას ვულფს).
    ცნობილი ამერიკელი ლიტერატორი და კრიტიკოსი, კონრად ეიკინი ძალზე პოეტურად აღწერს . ფოლკნერის რომანის სტილს: «ტროპიკული სიმდიდრითა და სიუხვით აღვსილი ბგერა, რომელსაც ჯიმ ევროპას ჯაზ-ორკესტრი გამოსცემდა ხოლმე, მცოცავ მცენარეთა გაუვალი ჯუნგლი და ველური ყვავილები, ადამიანის თვალწინ რომ იფურჩქნებიან, ბრწყინვალედ და დაუსრულებლად რომ იხლართებიან, მოკაშკაშენი და გველისებრ დაგრაგნილნი, და ფოთოლი და ყვავილი მარადიულად და ჯადოსნურად რომ ენაცვლებიან ერთიმეორეს, ძლივძლივობით თუ გვაცბუნებს უფრო მეტად, თავის ჭეშმარიტად ამოუწურავი მრავალფეროვნებით, ვიდრე ფოლკნერის სტილი»
                                                     
     

  უილიამ ფოლკნერი შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა ამერიკის შეერთებული შტატების , სამხრეთის ისტორიამ, კულტურამ და ცხოვრებამ. ასევე ამერიკის სამოქალაქო ომმა და მიუხედავად იმისა რომ იგი დამარცხებიდან 30 წლის შემდეგ დაიბადა მას მუდამ ახსოვდა და ტკიოდა დამარცხება. ,, ხმაური და მძვინვარებისერთერთი მთავარი გმირიც სწორედ  ისეთი პერსონაჟია, რომელსაც დამარცხება ვერ გადაუტანია ის ვერ ურიგდება წარსულს–   ეს გმირი ქვენთინია... ის  ბენჯის გავს რაღაცით  ოღონდ არაა  შეზღუდული შესაძლებლობის , არამედ გონებრივად განვითარებული, ინტელექტუალური პიროვნებაა, რომელსაც  დანაშაულის გრძნობა აწვალებს, რაც მისი ქვეყნის წარსულთან  და მისი ოჯახის დაცემასთან არის დაკავშირებული.  ქვენთინის  რომანტიკული ბუნება ვერ ეგუება ადამიანური პატიოსნების გაუფასურებას, დამარცხებას და საბედისწერო დაღუპვის განცდით შეპყრობილი    სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს"საათი მაგიდაზეა, საყელოების კოლოფსაა მიბჯენილი, ვწევარ და ყურს ვუგდებ. ყურს ვუგდებ კი არა, მისი ტაკა-ტუკი მესმის მხოლოდ, საათს მთელლი გულისყურით არც არავინ მოუსმენს. არავის სჭირდება. შეიძლება დიდხანს აღარ გახსოვდეს მისი ხმაური და რომ გაიგონებ, უცებ ეს ხმა წარმოგიჩენს უწყვეტ, ძირისძირისკენ სულ უფრო და უფრო გალეულ სიმს დროისას, რომლის ჟღერა აქამდე არც კი გაგიგია. "     ქვენთინი დროს ებრძვის მაგრამ ვერ ამარცხებს მას დამარცხებული კი   მრისხანებს თუმცა მისი მრისხანება მხოლოდ უძლურების გამომხატველია :   მაგიდასთან მივედი და ისევ ისე ციფერბლატჩაბრუნებული საათი ავიღე. მცირეოდნავ დავკარ მაგიდის ძგიდეს მისი მინა, ჩავამსხვრიე და ნამუსრევი საფერფლეშ ხელით გადმოვწმინდე, ისრებიც დავაგლიჯე და ისინიც ჩავტენე საფერფლეში. წიკწიკი მაინც გააქვს . . .”  დრო ისევ   გარბის..........
                                                             



       ფოლკნერი წიგნს ბენჯის მონოლოგით იწყებს ,რომელიც ,,განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე პირია . ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო მისი  თვალით დანახული სამყარო   და ვფიქრობ ეს ნაწილი პირდაპირი გამოხატულებაა მაკბეთის სიტყვებისა, რომსიცოცხლე სულელის ენით მოთხრობილი ამბავი არ არის, თუმცა უმნიშვნელო, მაგრამ სავსეა აურზაურით”. ბენჯის ემოციებსა და შთაბეჭდილებებში იკვეთება კომპსონების ხასიათები. ბენჯის არა აქვს დროის შეგრძნება, თუმცა მას შეუსრულდა 33 წელი, მის ცნობიერებაში დრო შეჩერებულია წარსულში, სახელდობრ მის ბავშვობაშიროგორც მარეხ ლოლაძე ამბობს: ,, უცნაური ბენჯის უთავბოლო მონოლოგით მკითხველი სრულწარმოდგენასიქმნის პატარა კედის ხასიათზე, მის დამოკიდებულებაზე ძმებთან, მისის და მისტერ კომპსონების ურთიერთობაზე. ბენჯი ცხოვრობს იმ მოგონებების ქვეშ, როგორ ეფერებოდა მას თავისი და კედი, ყველაზე მეტად უგებდა და იცავდა სხვებისაგან. ბენჯი ყვება იმის შესახებ, თუ როგორ დაინგრა იდილიური, ბავშვური სამყარო, ხოლო თვითონ კი ისევ ბავშვად დარჩა. მისი ბავშვობა კეთილშობილი, სუფთა ადამიანობის სიმბოლოა. ადვილია მასთან პარალელურად დოსტოევსკის «იდიოტიც» დავახასიათოთ, რადგან ისიც მშვენიერი ადამიანის სიმბოლოა. როგორც ბენჯის, ისევე იდიოტის ტიპი მიგვანიშნებს ორივე ავტორის ქრისტესადმი ორიენტაციაზე. თუკი ბენჯი თავისი ცნობიერებით მუდმივი ბავშვია 33 წლამდეც, ,,იდიოტისათვისდამახასიათებელია ბავშვების სიყვარული, იგი ყველაზე კარგად თავს ბავშვების გარემოცვაში გრძნობს. ამ პარალელის შემდეგ ადვილად გასაგები ხდება მწერალთა მინიშნება იმაზე, თუ როგორ მიისწრაფის ცალკეული ადამიანები იდეალისაკენ, ხოლო საზოგადოების დიდი ნაწილი მათ საპირისპიროდ მოძრაობს. «ბავშვობის» სიმბოლო, ისევე როგორც ქრისტესთან მსგავსება ერთი და იგივე მიზანს ემსახურება _ გამოხატონ ადამიანის შეურყვნელი, სუფთა მორალი და მისი კრიზისის საშიშროება ქაოსურ სამყაროში.“  აინტერესო ფიგურაა მსახური ქალი დილზი და მისით განსახიერებული აბსტრაქტული ოპტიმიზმი, ის ოპტიმიზმი, რომლისკენაც მწერალი გზნებით მოუწოდებს ამ რომანის გამოსვლიდან 20 წლის შემდეგ, ნობელის პრემიის მიღების დროს წარმოთქმულ სიტყვაში: ,,პოეტს ბოძებული აქვს უფლება-შეეწიოს უკვდავების გზაზე მავალ ადამიან იმით,რომ სული აუმაღლოს,გულოვნება და  ღირსება შეახსენოს ხოლმე,იმედი და სიამაყე,თანაგრძნობა,ლმობიერება და  მსხვერპლად მისვლა-ის ყოველივე,რაც ადამიანის ოდინდელი დიდება იყო.პოეტის ხმა მარტოოდენ ექოდ არ უნდა გაისმოდეს,მას შეუძლია ერთ იმ ბურჯად,იმ ბალავარად იქცეს,ადამიანს გადარჩენასა და გამარჯვებაში რომ შეეწევა.”
                                                          


No comments:

Post a Comment