„ის,
ვინც წრიპინის ნაცვლად მუსიკას მოითხოვს, სიამოვნების
ნაცვლად - სიხარულს, ანცობის ნაცვლად - ჭეშმარიტ ვნებათა ღელვას - ამ დიდებულ სამყაროში შინაურულად ვერ იგრძნობს თავს... ჩვენისთანა ადამიანებს, ვისაც ერთი განზომილებით მეტი აქვთ, ამ ცხოვრებით ტკბობა არ უწერიათ.“ ამბობს ჰესე რომანში ტრამალის მგელი.
რომანში აღწერილია პირველი
მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი.
გერმანიაში გამეფებული განწყობილება, როცა
ხდებოდა ფასეულობების გადაფასება, ცვლილებები. ტრამალის მგელი დაწერილია
პიროვნების ტრაგედიაზე, რომელიც ვერც დამყაყებულ ბიურერულ ყოფას ურიგდება და ვერც
მაღალი იდეების მსახურებისთვის პოულობს ძალას.
ეს არის წიგნი ღია ფინალით, წიგნი
რომელშიც
თავად
ჰესე
ამბობს
აღსარებას;
სადაც
აღწერილია
ყველა ის უცნაური მოვლენა, რომელიც ჰესეს სულში ხდებოდა სულიერი და მატერიალურ სამყაროთა განხილვის დროს. როგორც კვიჟინაძე თამარი ამბობს
თავის ესეში ,,სული და ბუნება ჰესესთან“ : ,,ერთ-ერთი
თავისებურება ჰესეს პროზისა ისაა, რომ მისი
ყველა ნაწარმოები არსებითად “სულის
ბიოგრაფიას” (Seelenbiographie) წარმოადგენს და შინაგანი ფსიქიკური პროცესების, ანუ იმ სინამდვილის ეპიკურ
გამოსახვას ისახავდა მიზნად,
რომელსაც მწერალი “მაგიურ
სინამდვილეს უწოდებდა. მისი
ნაწარმოებების ცალკეული პერსონაჟები ავტორის სულის სხვადასხვა მხარეს
წარმოსდგენენ. ჰესე ერთგან
წერდა: “თითქმის ყველა
პროზაული თხზულება რაც კი დამიწერია სულის
ბიოგრაფიაა, მათში ლაპარაკია არა მოვლენებზე, კვანძის შეკვრასა და ამბის
განვითარებაზე, არამედ ისინი
მონოლოგებია, რომლებშიც ერთადერთი პიროვნება წარმოგვიდგება მის მიმართებაში სამყაროსა და საკუთარი მესადმი.” ჰესესთვის
მთავარი იყო შეექმნა სულიერი სივრცე, სადაც
“მოშხამული მსოფლიოს ჯიბრზე”
სუნთქვას და არსებობას შეძლებდა და ეჩვენებინა, რომ სულს შეეძლო
წინააღმდეგობა გაეწია ბარბაროსული ძალებისთვის. მას სურდა, რომ თანამედროვე ადამიანისთვის ბუნების დიდებული, უტყვი ცხოვრება ახლობელი და საყვარელი გაეხადა. უნდოდა ადამიანს დედამიწის მაჯისცემისთვის ყურის
მიგდება ესწავლა და მთელის ცხოვ¬რებაში მონაწილეობა მიეღო
და არ დავიწყებოდა, რომ
“ჩვენ ღმერთები და საკუთარი თავის
ქმნილებანი კი არა დედამიწის და კოსმოსური მთლიანობის შვილები და ნაწილები ვართ.” ჰესე ადამიანში ხედავს არა მხოლოდ საზოგადოების პროდუქტს, არა მხოლოდ ბიოლოგიურ არსებას, ანდა სოციალურ-ეკონომიკურ ფენომენს,
არამედ
ერთგვარ
ექსპერიმენტს
– “ბუნების
ცდას
გასცდეს,
საკუთარ
საზღვრებს
და
წმინდა
გონობას
ეზიაროს”
– “Ein Wurf der Natur nach dem Menschen hin”. მას სწამდა ადამიანისა, როგორც საუცხოო შესაძლებლობის, რომელიც უდიდეს
უწმინდურობაშიც
კი
არ
ჩაქრება
და
კაცს
უკიდურესი
გადაგვარებიდანაც
კი
მოაძებნინებს
უკან
გზას,
სწამდა,
რომ
ეს
შესაძლებლობა
ისეთი
ძლიერი
და
მომხიბლავია,
რომ
ყოველთვის
იმედისა
და
თუნდაც
მოთხოვნის
სახით
მეტყველი
იქნება.
ჰესეს აინტერესებდა ადამიანის
სახეცვლისა
და
განახლების
უნარი.
რაც შეეხება შინაარსს ,,ტრამალის მგლის“ პრობლემები
იწყება მაშინ როცა ცოლი სულით უავადდება ხოლო სიუჟეტი ვითარდება, როცა იგი ერთ
ბიურგერულ ოჯახში დაიდებს ბინას. იგი იქ ცხოვრობს, უფრო სწორად არსებობს. ფიქრობს,
კითხულობს, სვამს იღებს წამლებს. ყველაფერს აკეთებს რათა დრო მოკლას. ერთადერთი
რამ რაც სიცოცხლესთან აკავშირებს ეს სიკვდილის შიშია. მას ეშინია სიკვდილის.
სწორედ ამიტომ ვერ იკლავს თავს. ეს ხდება მანამდე სანამ ჰარი ჰერმინეს გაიცნობს,
რომელიც სიცოცხლის ხალისს უბრუნებს და სწორედ მას შეჰყავს იგი მაგიურ თეატრში.
როგორც ჰესე ამბობს:„იუმორი უბედური, მაგრამ ნიჭიერი
ადამიანების გამოგონებაა.“ ჰარი კი სწორედ ამას ცდილობს. მან უნდა ისწავლოს სიცილი,
რათა ცხოვრება გაიადვილოს. "ტრამალის მგლის" გმირს მოცარტის ლანდი ეუბნება: "თქვენ საკუთარი
ცხოვრებიდან
ავადმყოფობის
ამაზრზენი
ისტორია
შექმენით,
ნიჭიდან
კი
- უბედურება".
შემდეგ
კი
ისმის
"მოცარტის
სარკასტული,
უხმო
სიცილი".
No comments:
Post a Comment