დავიწყეთ გამოკითხვა ხალხში თუ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობიდან რომელ წიგნს ანიჭებდა უპირატესობას, დავდიოდით ყველგან, სკოლებში, ქუჩებსა და ტრანსპორტში, გამოკითხვაში ჩავრთეთ ყველა თაობა, ვეკითხებოდით მოხუცებს, ახალგაზრდებსა და ბავშვებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, იურისტებსა და უბრალოდ ქუჩაში მყოფ ვაჭრებს, შედეგიც საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა.. დაწვრილებით იხილეთ აქ: http://carppe-diem.blogspot.com/2014/06/blog-post_7312.html
ამასთან ერთად, მთელი კვირის განმავლობაში ჩვენი გუნდის facebook- ის გვერდზე მიმდინარეობდა კონკურსი სახელწოდებით: ,,დაინახე სამყარო განსხვავებული შესაძლებლობის მქონე პირთა თვალით'' (ლინკი იხილეთ აქ: https://www.facebook.com/events/1452682158305811/?source=1 )
რომელმაც ისეთი განვითარება ჰპოვა ჩვენთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა, მიმდინარეობდა უშეღავათო ბრძოლა და ბოლო წუთებამდე გაურკვეველი იყო გამარჯვებულთა ვინაობა, იყო განხილვები, კრიტიკა და დადებითი შეფასებები, საბოლოოდ კი საუკეთესომ შეძლო გამარჯვება..ერთი გამარჯვებული მოწონებებით ვლინდებოდა, ხოლო მეორეს ჟიური ირჩევდა.
ამ აქტივობას მოვაყოლეთ, აქცია-კონცერტი რიყეზე, რომელიც ჩავატარეთ არასამთავრობო ორგანიზაცია ადენესის, ჩვენი მეგობარი პოეტებისა და მომღერლების დახმარებით, საკმაოდ თბილი საღამო გამოვიდა,
აღნიშნულ კონცერტზე დავაჯილდოვეთ ზემოთ ხსენებული კონკურსის გამარჯვებულები, მათ გადავეცით სიგელები ჩვენი გუნდისა და ადენესის სახელით, დაურიგეთ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის წიგნები და ფასდაკლებითი ბარათები,
ასევე კონცერტის მსვლელობის დროს ვატარებდით გამოკითხვას, სულაკაურის გამომცემლობის წიგნებიდან ვუსვამდით კითხვებს და სწორი პასუხის შემთხვევაში ვაჯილდოვებდით ფასდაკლებითი ბარათებით...
ჩვენი გუნდის შემდგომი აქტივობა უკავშირდება ,, ცეროდენა კალმოსანთა კლუბს ''
ჩვენ დავგეგმეთ ხელმძღვანელობასთან წინასწარ ღონისძიება, ბავშვებმა აარჩიეს ნაწარმოებები საკუთარი შემოქმედებიდან, მოწვეული იყვნენ პედაგოგები, მშობლები და სხვა სტუმრები, ჟიურიში ვიყავით ჩვენ, დაახლოებით 30 -მდე ბავშვმა, მომავალმა პოეტებმა და მწერლებმა, წარგვიდგინეს საკუთარი შემოქმედება...
გამოვიდა ძალიან ლამაზი, შინაარსიანი და თბილი საღამო...
ღონისძიების დასასრულს გავაცანით სულაკაურის გამომცემლობა, ბავშვები დავასაჩუქრეთ ფასდაკლებითი ბარათებითა და სიგელებით, ასევე საჩუქრად გადავეცით სულაკაურის გამომცემლობის ერთ-ერთი წიგნი, მსოფლიოს საოცრებები რომელიც მათ ბიბლიოთეკაში განთავსდება... წარვუდგინეთ ჩვენი გუნდი, მივაწოდეთ ინფორმაცია იმ კონკურსის შესახებ რომლის მონაწილენიც ვართ ჩვენ, განვიხილეთ რამოდენიმე წიგნი სულაკაურის გამომცემლობიდან და ყველაზე მთავარი, ამ უმნიშვნელო ჩართულობით, ბავშვებს მივეცით უდიდესი სტიმული და ვუჩვენეთ გზა ცოდნისა და წიგნიერებისაკენ...
საბოლოო ჯამში საკმაოდ ნაყოფიერი კვირა გამოგვივიდა, რადგან შედგა ყველაფერი რაც ჩავატარეთ, იყო გამოკითხვა, ბლოგერების კონკურსი, რომელმაც მოლოდინს გადააჭარბა, იყო კონცერტი რიყეზე, საზეიმოდ გამარჯვებულების დაჯილდოვება და ბოლოს იყო თბილი და შინაარსიანი საღამო მომავალ პოეტებთან, მწერლებთან და მათ მშობლებსა და მასწავლებლებთან ერთად, მომავალ კვირას კი უფრო საინტერესო, შინაარსიან და მაშტაბურ აქტივობებს გპირდებით..
კეთილი სურვილებით, თქვენი...
No comments:
Post a Comment