Tuesday, June 17, 2014
ბოლო კვირის რეპორტი
ჩვენი გუნდის ბოლო კვირის აქტივობა...
... ( ვინაიდან საქველმოქმედო კუთხით გვქონდა უამრავი საქმე და ღონისძიება, ჩვენი გუნდის ბოლო კვირის აქტივობა განისაზღვრება მხოლოდ ბოლოში დასმული სამი წერტილით... )
დაე ღირსეულმა გაიმარჯვოს, კეთილი სურვილებით თქვენი...
Monday, June 9, 2014
მე-3 კვირის რეპორტი
ჩვენი გუნდი, ამ კვირაში განსაკუთრებით აქტიური იყო, მიღებულმა ქულებმა მეტი სტიმული და სიძლიერე შეგვმატა და ჩვენც მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენეთ ეს კვირა..
დავიწყეთ გამოკითხვა ხალხში თუ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობიდან რომელ წიგნს ანიჭებდა უპირატესობას, დავდიოდით ყველგან, სკოლებში, ქუჩებსა და ტრანსპორტში, გამოკითხვაში ჩავრთეთ ყველა თაობა, ვეკითხებოდით მოხუცებს, ახალგაზრდებსა და ბავშვებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, იურისტებსა და უბრალოდ ქუჩაში მყოფ ვაჭრებს, შედეგიც საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა.. დაწვრილებით იხილეთ აქ: http://carppe-diem.blogspot.com/2014/06/blog-post_7312.html
ამასთან ერთად, მთელი კვირის განმავლობაში ჩვენი გუნდის facebook- ის გვერდზე მიმდინარეობდა კონკურსი სახელწოდებით: ,,დაინახე სამყარო განსხვავებული შესაძლებლობის მქონე პირთა თვალით'' (ლინკი იხილეთ აქ: https://www.facebook.com/events/1452682158305811/?source=1 )
რომელმაც ისეთი განვითარება ჰპოვა ჩვენთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა, მიმდინარეობდა უშეღავათო ბრძოლა და ბოლო წუთებამდე გაურკვეველი იყო გამარჯვებულთა ვინაობა, იყო განხილვები, კრიტიკა და დადებითი შეფასებები, საბოლოოდ კი საუკეთესომ შეძლო გამარჯვება..ერთი გამარჯვებული მოწონებებით ვლინდებოდა, ხოლო მეორეს ჟიური ირჩევდა.
ამ აქტივობას მოვაყოლეთ, აქცია-კონცერტი რიყეზე, რომელიც ჩავატარეთ არასამთავრობო ორგანიზაცია ადენესის, ჩვენი მეგობარი პოეტებისა და მომღერლების დახმარებით, საკმაოდ თბილი საღამო გამოვიდა,
აღნიშნულ კონცერტზე დავაჯილდოვეთ ზემოთ ხსენებული კონკურსის გამარჯვებულები, მათ გადავეცით სიგელები ჩვენი გუნდისა და ადენესის სახელით, დაურიგეთ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის წიგნები და ფასდაკლებითი ბარათები,
ასევე კონცერტის მსვლელობის დროს ვატარებდით გამოკითხვას, სულაკაურის გამომცემლობის წიგნებიდან ვუსვამდით კითხვებს და სწორი პასუხის შემთხვევაში ვაჯილდოვებდით ფასდაკლებითი ბარათებით...
ჩვენი გუნდის შემდგომი აქტივობა უკავშირდება ,, ცეროდენა კალმოსანთა კლუბს ''
ჩვენ დავგეგმეთ ხელმძღვანელობასთან წინასწარ ღონისძიება, ბავშვებმა აარჩიეს ნაწარმოებები საკუთარი შემოქმედებიდან, მოწვეული იყვნენ პედაგოგები, მშობლები და სხვა სტუმრები, ჟიურიში ვიყავით ჩვენ, დაახლოებით 30 -მდე ბავშვმა, მომავალმა პოეტებმა და მწერლებმა, წარგვიდგინეს საკუთარი შემოქმედება...
გამოვიდა ძალიან ლამაზი, შინაარსიანი და თბილი საღამო...
ღონისძიების დასასრულს გავაცანით სულაკაურის გამომცემლობა, ბავშვები დავასაჩუქრეთ ფასდაკლებითი ბარათებითა და სიგელებით, ასევე საჩუქრად გადავეცით სულაკაურის გამომცემლობის ერთ-ერთი წიგნი, მსოფლიოს საოცრებები რომელიც მათ ბიბლიოთეკაში განთავსდება... წარვუდგინეთ ჩვენი გუნდი, მივაწოდეთ ინფორმაცია იმ კონკურსის შესახებ რომლის მონაწილენიც ვართ ჩვენ, განვიხილეთ რამოდენიმე წიგნი სულაკაურის გამომცემლობიდან და ყველაზე მთავარი, ამ უმნიშვნელო ჩართულობით, ბავშვებს მივეცით უდიდესი სტიმული და ვუჩვენეთ გზა ცოდნისა და წიგნიერებისაკენ...
საბოლოო ჯამში საკმაოდ ნაყოფიერი კვირა გამოგვივიდა, რადგან შედგა ყველაფერი რაც ჩავატარეთ, იყო გამოკითხვა, ბლოგერების კონკურსი, რომელმაც მოლოდინს გადააჭარბა, იყო კონცერტი რიყეზე, საზეიმოდ გამარჯვებულების დაჯილდოვება და ბოლოს იყო თბილი და შინაარსიანი საღამო მომავალ პოეტებთან, მწერლებთან და მათ მშობლებსა და მასწავლებლებთან ერთად, მომავალ კვირას კი უფრო საინტერესო, შინაარსიან და მაშტაბურ აქტივობებს გპირდებით..
კეთილი სურვილებით, თქვენი...
Sunday, June 8, 2014
გამოკითხვა ქუჩებსა და სკოლებში...
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის კონკურსის მონაწილე გუნდი carpe diem-ის მიერ, ჩატარდა გამოკითხვა თუ რომელ წიგნს ანიჭებდა მკითხველი უპირატესობას აღნიშნული გამომცემლობიდან...
ჩვენ ვიყავით ყველგან ქუჩებსა თუ სკოლებში, სკვერებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში...
წიგნების კატალოგიდან ისინი ირჩევდნენ ერთ საუკეთესო წიგნს, რომელიც წაკითხული ქონდათ, რაოდენ სასიამოვნო და გასაკვირიც უნდა იყოს უფრო თაობის ადამიანთა უმრავლესობამ დათო ტურაშვილის ჯინსების თაობა აირჩია, ხოლო ახალგაზრდებმა ჰერმან ჰესეს ტრამალის მგელს მიანიჭეს უპირატესობა.
გაკვირვებული დავრჩით ბავშვებთან საუბრის დროსაც, როდესაც 9-10 წლის ბავშვები საკმაოდ ნაკითხები აღმოჩნდნენ და რამოდენიმე წიგნიც კი ჩამოგვითვალეს სულაკაურის გამომცემლობიდან რომლებიც წაკითხული ქონდათ..
აქცია-კონცერტი რიყეზე და დაჯილდოვებული კონკურსის მონაწილეები..
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის კონკურსის მონაწილე გუნდი carpe diem- ის და არასამთავრობო ორგანიზაცია ადენესის ერთობლივი აქცია-კონცერტი რიყეზე...
სადაც აგრეთვე მოხდა კონკურსის ,,დაინახე სამყარო განსხვავებული შესაძლებლობების ქმონე პირთა თვალით'' მონაწილეებისა და გამარჯვებულების დაჯილდოვება, წიგნებით ფასდაკლებითი ბარათებითა და სიგელებით...
ასევე კონცერტზე დავაჯილდოვეთ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ფასდაკლებითი ბარათებით პირველი ათი ადამიანი, რომელმაც გაიღო შესაწირი...
კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, კეთილი სურვილებით თქვენი ...
სადაც აგრეთვე მოხდა კონკურსის ,,დაინახე სამყარო განსხვავებული შესაძლებლობების ქმონე პირთა თვალით'' მონაწილეებისა და გამარჯვებულების დაჯილდოვება, წიგნებით ფასდაკლებითი ბარათებითა და სიგელებით...
ასევე კონცერტზე დავაჯილდოვეთ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ფასდაკლებითი ბარათებით პირველი ათი ადამიანი, რომელმაც გაიღო შესაწირი...
კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, კეთილი სურვილებით თქვენი ...
Sunday, June 1, 2014
მე- 2 კვირის პრეს-რელიზი
ჩვენ ამ კვირის განმავლობაში ჩავატარეთ და მონაწილეობა მივიღეთ არაერთ ღონისძიებაში, ვატარებდით გამოკითხვებს ქუჩებში, სკვერებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ვეკითხებოდით ადამიანებს თუ რა ინფორმაცია გააჩნდათ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის შესახებ, ვაცნობდით იმას, რაც არიცოდნენ, ვაწვდიდით ინფორმაციას აღნიშნული გამომცემლობის აქციების შესახებ და ვესაუბრებოდით ამ გამომცემლობის მიერ გამოშვებულ წიგნებზე, ვიყავით სკოლებში სადაც მომავალი ჩვენს მიერ დაგეგმილი კონკურსის შესახებ მივაწოდეთ ინფორმაცია, ასევე ვესაუბრეთ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაზე, განვიხილეთ კატალოგი და მცირე კონკურსიც მოვაწყვეთ თუ რომელი წიგნი იყო საუკეთესო, სკოლის მოსწავლეებში ყველაზე მისაღები და პოპულარული ''ტრამალის მგელი'' აღმოჩნდა.
აღნიშნული კონკურსის და ზოგადად ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის შესახებ, ასევე ვისაუბრეთ რადიო საქართველოს ხმის ეთერშიც, სადაც გავაცანით მსმენელს ჩვენი გუნდი და მოკლედ ვუამბეთ კონკურსზე და მის ორგანიზატორზე.
ჩვენ ასევე გავაკეთეთ facebook-ის გვერდი სადაც საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას,ჩვენი საქმიანობისა და აქციების შესახებ და ვაცნობთ სხვადასხვა წიგნებს, წამოვიწყეთ კონკურსი, ''დაინახე სამყარო განსხვავებული შესაძლებლობების მქონე პირთა თვალით'' სადაც გვეყოლება ორი გამარჯვებული, რომელთაც წიგნებთან და ფასდაკლების ბარათებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია ადენესი გადასცემს სიგელებსაც, გამარჯვებულებს დავაჯილდოვებთ 6 ივნისს ჩვენს მიერ დაგეგმილ აქცია- კონცერტზე, რომელიც რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება,
ასევე ვგეგმავთ კონკურსს მოსწავლეთა შორის.
მეტი მრავალფეროვნებისთვის, პიარ კამპანიის მეტი სივრცისთვის, გადავწყვიტეთ ჩვენს მეგობარ მომღერლებთან და პოეტებთან ერთად, უბრალოდ მსურველ საზოგადოებასთან ერთად, ვეწვიოთ მოხუცთა სახლებს და ერთი ლამაზი დღე ვაჩუქოთ მათ, გავაცნოთ როგორც მოსულ, ისე იქ მყოფ საზოგადოებას ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ გამოშვებული წიგნები, მათი აქციები და საქმიანობა, წაუკითხოთ ლექსები, ჩანაწერები, ვუმღეროთ, ჩავრთოთ ისინიც და მართლაც, დავამტკიცოთ რომ სწავლისა და ცოდნის შეძენისთვის გვიანი არასდროსაა, '' სწავლა სიკვდილამდეო'' ხოდა ჩვენც შევახსენოთ ეს ფრაზები ჩვენს უსაყვარლეს მოხუცებს,
კეთილი სურვილებით, თქვენი...
აღნიშნული კონკურსის და ზოგადად ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის შესახებ, ასევე ვისაუბრეთ რადიო საქართველოს ხმის ეთერშიც, სადაც გავაცანით მსმენელს ჩვენი გუნდი და მოკლედ ვუამბეთ კონკურსზე და მის ორგანიზატორზე.
ჩვენ ასევე გავაკეთეთ facebook-ის გვერდი სადაც საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას,ჩვენი საქმიანობისა და აქციების შესახებ და ვაცნობთ სხვადასხვა წიგნებს, წამოვიწყეთ კონკურსი, ''დაინახე სამყარო განსხვავებული შესაძლებლობების მქონე პირთა თვალით'' სადაც გვეყოლება ორი გამარჯვებული, რომელთაც წიგნებთან და ფასდაკლების ბარათებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია ადენესი გადასცემს სიგელებსაც, გამარჯვებულებს დავაჯილდოვებთ 6 ივნისს ჩვენს მიერ დაგეგმილ აქცია- კონცერტზე, რომელიც რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება,
ასევე ვგეგმავთ კონკურსს მოსწავლეთა შორის.
მეტი მრავალფეროვნებისთვის, პიარ კამპანიის მეტი სივრცისთვის, გადავწყვიტეთ ჩვენს მეგობარ მომღერლებთან და პოეტებთან ერთად, უბრალოდ მსურველ საზოგადოებასთან ერთად, ვეწვიოთ მოხუცთა სახლებს და ერთი ლამაზი დღე ვაჩუქოთ მათ, გავაცნოთ როგორც მოსულ, ისე იქ მყოფ საზოგადოებას ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ გამოშვებული წიგნები, მათი აქციები და საქმიანობა, წაუკითხოთ ლექსები, ჩანაწერები, ვუმღეროთ, ჩავრთოთ ისინიც და მართლაც, დავამტკიცოთ რომ სწავლისა და ცოდნის შეძენისთვის გვიანი არასდროსაა, '' სწავლა სიკვდილამდეო'' ხოდა ჩვენც შევახსენოთ ეს ფრაზები ჩვენს უსაყვარლეს მოხუცებს,
კეთილი სურვილებით, თქვენი...
უილიამ ფოლკნერი ''ხმაური და მძვინვარება''
ამ წიგნის წერისას მე კითხვა ვისწავლე” ამბობს უილიამ
ფოლკნერი ხმაური
და მძვინვარების ბოლოთქმაში და
აგრძელებს...
ეს ერთადერთია, რომლის დაწერის ხანს თავისთვის ძალა არ დამიტანებია, არც დაძაბულობა
განმიცდია
და,
შემდეგ,
არც
დაქანცულობა,
არც
შვება
მიგრძვნია
და
არც
წყენა.
ყოველგვარი
გეგმის
გარეშე
შევუდექი
მის
წერას.
წიგნადაც
არ
იწერებოდა.
იქნებოდა
ეს
თუ
არა
წიგნი
და
დაბეჭდავდნენ
თუ
არა,
არ
მინდოდა
ამაზე
ფიქრი
და
ასე
ვეუბნეოდი
თავს,
არ
უნდა
იდარდო,
მოეწონებათ
იგი
გამომცემლებს
თუ
არა“ ვფიქრობ სწორედ
ამან განაპირობა ამ წიგნის აღიარება და
სიყვარული ჯერ
ავტორის შემდეგ
კი მკითხველისთვის.
"ხმაური და მძვინვარება" რომანის
სათაური
“The Sound and the Fury” წარმოსდგება უილიამ შექსპირის ”მაკბეთიდან”, მეხუთე მოქმედება,
მეხუთე
სცენა. ნიკო ყიასაშვილის კომენტარი
ასეთია:,,ეს ერთ–ერთი საუკეთესო და უმნიშვნელოვანესი პასაჟია შექსპირის
დრამატურგიაში.
მაკბეთის
ამ
სიტყვებს
ჰამლეტისა
და
ლირის
რეფლექსიათა
ფართო
ფილოსოფიური
განზომილება
გააჩნიათ.
უილიამ
ფოლკნერის
ცნობილი
რომანის
სათაური
– "ხმაური
და
მძვინვარება"
– სწორედ
მაკბეთის
ამ
მონოლოგიდან
არის
აღებული
(დედნისეული
"ხმაური
და
მძვინვარება"
მაჩაბელს
ერთი
სიტყვით
აქვს
გადმოტანილი
– "აურზაური")’’
ფოლკნერზე დიდი
გავლენა მოახდინა
ფროიდ– იუნგის
მოძღვრებამ ისევე
როგორც ბევრ
სხვაზე იმ
პერიოდში . ფოლკნერი წერს
გრძელი წყვეტილი
ფრაზებით მისი
ნამუშევრები თვალსაჩინო მაგალითია ისეთი
ლიტერატურული ტექნიკის
გამოყენებისა, როგორიცაა
ცნობიერების ნაკადი,
რამდენიმე პარალელური მთხრობელი ან
თვალსაზრისი, და
თხრობის დროთა
ცვალებადობა. მარეხ
ლოლაძე თავის
დისერტაციაში წერს
:,, უ. ფოლკნერმა ამბის
თხრობის თავისებური მანერა შეიმუშავა,
სიტყვებს განსხვავებული თანწყობა მოარგო
და მასში
ერთი მიკროსამყარო ჩაატია. ძნელად მოიპოვება
კრიტიკული ნაშრომი
ფოლკნერის მხატვრული
ოსტატობის შესახებ
ქართულ თუ
უცხოურ ენებზე,
სადაც მოტანილი
არ არის იაპონიაში აუდიტორიის წინწარმოთქმული სიტყვები:
«სათქმელს განგებ
არ ვაბუნდოვანებ..... მე არ
ვეკუთვნი განათლებული ადამიანების რიგს.
სკოლა არ
მომწონდა და
6 კლასის შემდეგ
თავი დავანებე.
ამიტომ ჩემი
აზროვნება სრულიად
არ არის
რაციონალური და
ლოგიკური. ძალიან
ცოტა ვიცი
მათემატიკაშიც, რომლითაც
ტვინის დისციპლინირებას ახდენს ადამიანი»
ნაგანოს სემინარიაზე კი ფოლკნერი
ამბობს: «ვცდილობდი
ყველაფერი მოგვეგროვებინა შეგვექუჩებინა, მთელი გამოცდილება ერთ აბზაცში
მოგვექცია და
ხელიდან არ
გაგვეშვა წამიერი
განცდის არც
ერთი ნიუანსი,
მზის სხივის
არც ერთი
გაელვება. ამიტომაც
არის ჩვენი
სტილი მოუქნელი
და ძნელად
საკითხავი. სულაც
არ გვდომებია
მოუქნელი ყოფილიყო
მაგრამ ვერაფერი
მოვუხერხეთ». (ფოლკნერი
ხმარობს არა
«მე»-ს,
არამედ «ჩვენ»,
რადგან თავისთან
ერთად გულისხმობს თომას ვულფს).
ცნობილი ამერიკელი
ლიტერატორი და
კრიტიკოსი, კონრად
ეიკინი ძალზე
პოეტურად აღწერს
უ. ფოლკნერის
რომანის სტილს:
«ტროპიკული სიმდიდრითა და სიუხვით
აღვსილი ბგერა,
რომელსაც ჯიმ
ევროპას ჯაზ-ორკესტრი გამოსცემდა ხოლმე, მცოცავ მცენარეთა
გაუვალი ჯუნგლი
და ველური
ყვავილები, ადამიანის
თვალწინ რომ
იფურჩქნებიან, ბრწყინვალედ და დაუსრულებლად რომ იხლართებიან, მოკაშკაშენი და
გველისებრ დაგრაგნილნი, და ფოთოლი
და ყვავილი
მარადიულად და
ჯადოსნურად რომ
ენაცვლებიან ერთიმეორეს, ძლივძლივობით თუ
გვაცბუნებს უფრო
მეტად, თავის
ჭეშმარიტად ამოუწურავი მრავალფეროვნებით, ვიდრე ფოლკნერის
სტილი»
უილიამ ფოლკნერის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა ამერიკის შეერთებული შტატების , სამხრეთის ისტორიამ, კულტურამ და ცხოვრებამ. ასევე ამერიკის
სამოქალაქო ომმა
და მიუხედავად იმისა რომ
იგი დამარცხებიდან 30 წლის შემდეგ
დაიბადა მას
მუდამ ახსოვდა
და ტკიოდა
დამარცხება. ,, ხმაური
და მძვინვარების“ ერთ –ერთი მთავარი გმირიც
სწორედ ისეთი პერსონაჟია, რომელსაც დამარცხება ვერ გადაუტანია ის ვერ
ურიგდება წარსულს–
ეს
გმირი ქვენთინია...
ის ბენჯის გავს
რაღაცით ოღონდ არაა შეზღუდული შესაძლებლობის , არამედ გონებრივად
განვითარებული,
ინტელექტუალური
პიროვნებაა, რომელსაც დანაშაულის
გრძნობა
აწვალებს,
რაც მისი ქვეყნის წარსულთან და მისი ოჯახის
დაცემასთან
არის
დაკავშირებული.
ქვენთინის რომანტიკული ბუნება ვერ ეგუება ადამიანური პატიოსნების გაუფასურებას, დამარცხებას და საბედისწერო
დაღუპვის
განცდით
შეპყრობილი
სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. "საათი მაგიდაზეა, საყელოების კოლოფსაა მიბჯენილი, ვწევარ და ყურს ვუგდებ. ყურს ვუგდებ კი არა, მისი ტაკა-ტუკი მესმის მხოლოდ, საათს მთელლი გულისყურით არც არავინ მოუსმენს. არავის სჭირდება. შეიძლება დიდხანს აღარ გახსოვდეს მისი ხმაური და რომ გაიგონებ, უცებ ეს ხმა წარმოგიჩენს უწყვეტ, ძირისძირისკენ სულ უფრო და უფრო გალეულ
სიმს
დროისას,
რომლის
ჟღერა
აქამდე
არც
კი
გაგიგია.
" ქვენთინი დროს
ებრძვის მაგრამ
ვერ ამარცხებს
მას დამარცხებული კი მრისხანებს თუმცა
მისი მრისხანება მხოლოდ უძლურების
გამომხატველია :
“მაგიდასთან მივედი და ისევ ისე ციფერბლატჩაბრუნებული საათი
ავიღე.
მცირეოდნავ
დავკარ
მაგიდის
ძგიდეს
მისი
მინა,
ჩავამსხვრიე
და
ნამუსრევი
საფერფლეშ
ხელით
გადმოვწმინდე,
ისრებიც
დავაგლიჯე
და
ისინიც
ჩავტენე
საფერფლეში.
წიკწიკი
მაინც
გააქვს
. . .” დრო ისევ გარბის..........
ფოლკნერი წიგნს
ბენჯის მონოლოგით
იწყებს ,რომელიც
,,განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე პირია
. ჩემთვის ძალიან
საინტერესო იყო
მისი თვალით დანახული
სამყარო და ვფიქრობ ეს ნაწილი
პირდაპირი
გამოხატულებაა
მაკბეთის
სიტყვებისა,
რომ
“სიცოცხლე
სულელის
ენით
მოთხრობილი
ამბავი
არ
არის,
თუმცა
უმნიშვნელო,
მაგრამ
სავსეა
აურზაურით”.
ბენჯის
ემოციებსა
და
შთაბეჭდილებებში
იკვეთება
კომპსონების
ხასიათები.
ბენჯის
არა
აქვს
დროის
შეგრძნება,
თუმცა
მას
შეუსრულდა
33 წელი,
მის
ცნობიერებაში
დრო
შეჩერებულია
წარსულში,
სახელდობრ
მის
ბავშვობაში. როგორც მარეხ
ლოლაძე ამბობს:
,, უცნაური ბენჯის
უთავბოლო მონოლოგით
მკითხველი სრულწარმოდგენასიქმნის პატარა კედის
ხასიათზე, მის
დამოკიდებულებაზე ძმებთან,
მისის და
მისტერ კომპსონების ურთიერთობაზე. ბენჯი ცხოვრობს
იმ მოგონებების ქვეშ, როგორ ეფერებოდა
მას თავისი
და კედი,
ყველაზე მეტად
უგებდა და
იცავდა სხვებისაგან. ბენჯი ყვება
იმის შესახებ,
თუ როგორ
დაინგრა იდილიური,
ბავშვური სამყარო,
ხოლო თვითონ
კი ისევ
ბავშვად დარჩა.
მისი ბავშვობა
კეთილშობილი, სუფთა
ადამიანობის სიმბოლოა.
ადვილია მასთან
პარალელურად დოსტოევსკის «იდიოტიც» დავახასიათოთ, რადგან
ისიც მშვენიერი
ადამიანის სიმბოლოა.
როგორც ბენჯის,
ისევე იდიოტის
ტიპი მიგვანიშნებს ორივე ავტორის
ქრისტესადმი ორიენტაციაზე. თუკი ბენჯი
თავისი ცნობიერებით მუდმივი ბავშვია
33 წლამდეც, ,,იდიოტისათვის „ დამახასიათებელია ბავშვების
სიყვარული, იგი
ყველაზე კარგად
თავს ბავშვების
გარემოცვაში გრძნობს.
ამ პარალელის
შემდეგ ადვილად
გასაგები ხდება
მწერალთა მინიშნება
იმაზე, თუ
როგორ მიისწრაფის ცალკეული ადამიანები იდეალისაკენ, ხოლო საზოგადოების დიდი
ნაწილი მათ
საპირისპიროდ მოძრაობს.
«ბავშვობის» სიმბოლო,
ისევე როგორც
ქრისტესთან მსგავსება
ერთი და
იგივე მიზანს
ემსახურება _ გამოხატონ
ადამიანის შეურყვნელი, სუფთა მორალი
და მისი
კრიზისის საშიშროება ქაოსურ სამყაროში.“
საინტერესო ფიგურაა მსახური ქალი დილზი და მისით განსახიერებული აბსტრაქტული ოპტიმიზმი,
ის
ოპტიმიზმი,
რომლისკენაც
მწერალი
გზნებით
მოუწოდებს
ამ
რომანის
გამოსვლიდან
20 წლის
შემდეგ,
ნობელის
პრემიის
მიღების
დროს
წარმოთქმულ
სიტყვაში: ,,პოეტს ბოძებული აქვს უფლება-შეეწიოს უკვდავების გზაზე მავალ ადამიანს იმით,რომ სული აუმაღლოს,გულოვნება და ღირსება შეახსენოს ხოლმე,იმედი და სიამაყე,თანაგრძნობა,ლმობიერება და მსხვერპლად მისვლა-ის ყოველივე,რაც ადამიანის ოდინდელი დიდება იყო.პოეტის ხმა მარტოოდენ ექოდ არ უნდა გაისმოდეს,მას შეუძლია ერთ იმ ბურჯად,იმ ბალავარად იქცეს,ადამიანს გადარჩენასა და გამარჯვებაში რომ შეეწევა.”
Subscribe to:
Posts (Atom)