ჩვენ, ანუ წიგნების თაობის მონაწილე გუნდმა ,,Carpe Diem'' საქველმოქმედო ორგანიზაცია ადენესის დახმარებითა და მხარდაჭერით, 2014 წლის 20 მაისს თავისუფლების მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გავმართეთ აქცია-კონცერტი, რომელმაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰპოვა, ერთის მხრივ ვეხმარებოდით საკუთარი სიცოცხლისათვის მებრძოლ პატარა უშიშარ სოფიოს, რომელიც იმყოფებოდა ისრაელში და ჰაერივით სჭირდებოდა ჩვენი, როგორც სულიერი, ისე მატერიალური თანადგომა და მეორეს მხრივ,
ჩვენ აღნიშნული აქციით დავაანონსეთ, ჩვენი შემდგომი გეგმები და გავაცანით საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს, ის აქციები და კონკურსები, რომელთა ჩატარებასაც ახლო მომავალში ვგეგმავთ, სადაც გამარჯვებულებსა და უბრალოდ იღბლიანებს გადაეცემათ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ფასდაკლებითი ბარათები და წიგნები, აღნიშნულმა გეგმებმა საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია და ბევრმა ჩვენი საკონტაქტო მონაცემებიც კი დაიტოვა, რათა არ გამოტოვონ ჩვენს მიერ ზემოთ ხსენებული აქციები, კონკურსები და უბრალოდ იღბლიანთათვის გათამაშებული ჯილდოები, აქციაზე გვერდს გვიმშვენებდნენ და მონაწილეობას იღებდნენ ახალგაზრდა მომღერლები: დები ზვიადაურები, შოთა ადამაშვილი, მირანდა მაისურაძე, სოფიო ქუბრიაშვილი,
ასევე ჩვენს ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ ახალგაზრდა პოეტები: ოთო ფალიანი, გიორგი ჩაკვეტაძე, მიხეილ ჭიჭინაძე, ანა ლაშხელი და გაგა გომართელი, რომლებიც კითხულობდნენ სხვადასხვა ამონარიდებს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობიდან და მასთან ერთად თავის ნაშრომებსაც აცნობდნენ საზოგადოებას, ბოლოს აქცია იმდენად საინტერესოდ წარიმართა და დამსწრე საზოგადოება იმდენად ჩაერთო მასში, რომ უამრავი მსურველი გამოჩნდა თავისი მოწოდებებითა და შემოქმედებით,
იყვნენ ბავშვები, ახალგაზრდები, მოხუცები, იყო შესანიშნავი გარემო და ემოციები, ამ ადამიანებს მათივე დახმარებით ერთი ლამაზი დღე ვაჩუქეთ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს, რომელიც წვიმისა და სუსხიანი დღის მიუხედავად ბოლომდე ჩვენს გვერდით იდგა და გვეხმარებოდა, ორმაგად სასიამოვნოა, რომ ჩვენს დაგეგმილ პიარ კამპანიასთან ერთად, შევძელით და დავეხმარეთ სოფიოს თუნდაც მცირე თანხით.
კეთილი სურვილებითა და გიჟური იდეებით თქვენი --->>
No comments:
Post a Comment