Saturday, May 31, 2014

carpe diem-ის მიერ წამოწყებული კონკურსი, საინტერესო, შინაარსიანი და აზარტული, ვინ იქნება გამარჯვებული ?! ამას 6 ივნისს გავიგებთ...


 ჩვენ შევქმენით facebook- ის გვერდი, სადაც ჩვენს აქტივობებს ვაცნობთ საზოგადოებას, ამასთან ერთად ვატარებთ საკმაოდ საინტერესო და შინაარსიან კონკურსს სახელწოდებით:    '' დაინახე სამყარო განსხვავებული შესაძლებლობის მქონე პირთა თვალით''                                                                 
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს,

თემა : შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.                                               


უბრალოდ გახსენით ფიქრთა არეალი, დაწერეთ აღნიშნულ თემატიკაზე და მოგვაწოდეთ პირადში, ჩვენ მას განვათავსებთ და ამით თქვენ ჩართულნი იქნები კონკურსში. .                                                            

გამოვლინდება ორი გამარჯვებული, ერთი ვინც ყველაზე მეტ მოწონებას დააგროვებს და მეორე, რომელსაც გამოავლენს ჩვენი ჟიური

გამარჯვებულებს დავაჯილდოვებთ 6 ივნისს რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქცია-კონცერტზე, რომელთაც გადაეცემათ:ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ფასდაკლებითი ბარათები,ამავე გამომცემლობის წიგნები და ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია ადენესი დააჯილდოვებს სიგელებით.

კონკურსი დასრულდება 2014 წლის 05 ივნისს, 24:00 სთ-ზე.

გისურვებთ წარმატებებს, კეთილი სურვილებით თქვენი Carpe Diem...

ღონისძიების ლინკი: https://www.facebook.com/events/1452682158305811/?ref_notif_type=plan_user_joined&source=1

Sunday, May 25, 2014

პრეს-რელიზი


    მოგესალმებით, გუნდი ,,Carpe Diem'' შედგება სამი განსხვავებული, საინტერესო, კრეატიული და არათავმდაბალი წევრისაგან, მუდამ სიახლის მაძიებელი მარიამი, პრანჭია, მხიარული და კრეატიული ფიქრია და ადამიანების ფიქრებზე მონადირე დავითი, ჩვენ შევეცადეთ ეს დღეები მაქსიმალურად ნაყოფიერი ყოფილიყო და რაც შეიძლება მეტი ადამიანისათვის გაგვეცნო, ჩვენი გუნდი და მიზნები, ბევრი ვიფიქრეთ, თუ რა ყოფილიყო ამომავალი წერტილი ამ ჩვენი საქმიანობისა და პრინციპების ღალატს ისევ ბანალურობა ვარჩიეთ, ნათქვამია სიკეთით სძლიე შენს მტერსაო და ჩვენც ბრძოლა კეთილი საქმის კეთებით დავიწყეთ, რომელსაც შემდგომ მცირე ჩვენებური ფონი მივეცით და საბოლოოდ ნაზავით კმაყოფილნი დავრჩით,


 კერძოდ, 20 მაისს გავმართეთ საქველმოქმედო აქცია-კონცერტი საქველმოქმედო ფონდ ადენესთან, ჩვენს მეგობარ მომგერლებთან და ახალგაზრდა პოეტებთან ერთად, რამაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება და ჩართულობა გამოიწვია პუბლიკის მხრიდან, აღნიშნულ კონცერტზე დამსწრე საზოგადოებას გავაცანით ჩვენი სამოქმედო გეგმა და მიზნები, დაწვრილებით განვიხილეთ და ვისაუბრეთ იმ აქციებისა და კონკურსების შესახებ, რომელთა ჩატარებასაც სამომავლოდ ვგეგმავთ, ვისაუბრეთ წიგნისა და ზოგადად განათლების აუცილებლობაზე,  მაყურებელს ასევე წაუკითხეთ მცირე ამონარიდები ბაკურ სულაკაურის გამომცემლობიდან, მივეცით საშვალება ჩართულიყვნენ ამ კარგ საქმეში და შეეტანათ მოკრძალებული წვლილი, როგორც წიგნის პოპულარიზაციაში, ისე ჩვენი გუნდის საქმიანობაში, დაუტოვეთ საკონტაქტო მონაცემები და დავპირდით უფრო მაშტაბურ და საინტერესო ღონისძიებებს.


23 მაისს კი ვესტუმრეთ სოციალური თერაპიის სახლს, სადაც იყო გამოფენა-გაყიდვა იქ მყოფ პირთა ნამუშევრებისა, იმყოფებოდა უამრავი სტუმარი, მათ შორის თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი, ჩვენ გავიცანით თითოეული მათგანი, ვესაუბრეთ ჩვენს მიზნებზე, საქმიანობაზე, გავაცანით ჩვენი გეგმები, ვურჩიეთ წიგნები ბაკურ სულაკაურის გამომცემლობიდან, წავუკითხეთ სხვადასხვა ამონარიდები, ვაქციეთ ისინი ჩვენი გუნდის წევრებად და დავპირდით, რომ ჩვენს კონკურსებში აუცილებლად შეეძლებოდათ მონაწილეობის მიღება, საკმაოდ დიდი დაინტერესება იყო სტუმართა მხრიდანაც, ვისაუბრეთ კონკრეტულ ნაწარმოებებსა და მწერლებზე, ვიცეკვეთ, წავიკითხეთ ლექსები, დავუკარით ბეთხოვენის სონეტები და გავატარეთ ერთი ლამაზი, სასიამოვნო და ნაყოფიერი დღე ადამიანებთან ერთად, რომელთაც ჩვენი ყურადღება ნამდვილად აკლიათ..

  ზემოთ აღნიშნული ღონისძიებები არის საძირკველი იმ სასახლისა რომლის აგებასაც ჩვენ ვგეგმავთ, სწორედ ამიტომ ჩვენს მიერ ჩატარებული ეს აქციები არ იყო განსაკუთრებულად მაშტაბური, ჩვენ ბევრი ვიმსჯელეთ და გადავანაწილეთ, ყველა ის შესაძლებლობა და რესურსი, რომელიც გაგვაჩნია, გვაქვს უამრავი კრეატიული და საუცხოო იდეა, ჩვენ გპირდებით  ბევრად უფრო საინტერესო, ფართო მაშტაბიან, მრავალფეროვან და ხმაურიან ღონისძიებათა ციკლს, რომელიც კი აქამდე ჩატარებულა მსგავს კონკურსებზე.
კეთილი სურვილებით, მუდამ ხმაურიანი, თქვენი ...

Carpe Diem - სტუმრად სოციალური თერაპიის სახლში...


  23 მაისს ბევრი ვიფიქრეთ სად წავსულიყავით, რათა დღე მაქსიმალურად ნაყოფიერი გამოგვსვლოდა, ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა წამოჭრა იდეა, რომ წავსულიყავით იქ, სადაც ყველაზე მეტად გაუხარდებოდათ ჩვენი სტუმრობა, ჩვენც ბევრი არ გვიფიქრია და carpe diem-ის სამი მუშკეტერი, მივადექით სოციალური თერაპიის სახლს,

მცირედი საჩუქრებითა და დიდი სიყვარულით, მაგრამ როგორც ჩანს კონკურსი მარტო ჩვენ არ გვქონია, რადგან იქ მერობის ერთ-ერთი კანდიდატი, ბატონი დავით ნარმანია დაგვხვდა, თუმცა მალევე დატოვა იქაურობა, ვინაიდან იმართებოდა განსაკუთრებული შესაძლებლობის მქონე პირთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, სტუმრებიც საკმაოდ ბევრი ყავდათ, ჩვენც ვისარგებლეთ შემთხვევით და წარვუდგინეთ ჩვენი თავი  დამსწრე საზოგადოებას, წავუკითხეთ ფრაზები, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობიდან და გავაცანით ჩვენი მომავალი გეგმები, ასევე მათივე თხოვნით დავპირდით, რომ შესაძლებლობის ფარგლებში აუცილებლად ჩავრთავდით მათაც ჩვენს საქმიანობაში და მივცემდით დახმარების საშვალებას, ჩვენ ასევე დაწვრილებით მოუყევით იმ კონკურსებისა და აქციების შესახებ რომელთა ჩატარებასაც ვგეგმავთ, ვესაუბრეთ წიგნის აუცილებლობასა და ადგილზე მათ ცხოვრებაში,

ისინი ჩვენი გუნდის წევრებად ვაქციეთ და ჩვენ მათ წევრებად ვიქეცით, მათთან ერთად ვმღეროდით, ვცეკვავდით, ვმხიარულობდით და ვკითხულობდით ფრაზებს სულაკაურის გამომცემლობიდან, ჩვენ მათ,მათ კი ჩვენ, ერთი ლამაზი და ბედნიერი დღე ვაჩუქეთ ერთმანეთს, დავპირდით რომ კიდევ ხშირად ვეწვევით ხოლმე და ერთად გავმართავთ პოეზიის საღამოებს,  Carpe diem- კი პირობას ყოველთვის ასრულებს...
  აღნიშნული სტუმრობა იმდენად ამაღელვებელი იყო, რომ ჩვენმა ერთ-ერთმა წევრმა, დაწვრილებით ასახა ყოველივე ზემოთ ხსენებული თავის ბლოგში,(იხილეთ აქ: http://davit-skhirtladze.blogspot.com/2014/05/blog-post_24.html) რომელიც საკმაოდ სევდიანი და ემოციური აღმოჩნდა, ჩვენ ხომ სამოთხე ვიხილეთ დედამიწაზე...

აქცია-კონცერტი არასამთავრობო ორგანიზაცია ადენესთან ერთად

   ჩვენ, ანუ წიგნების თაობის მონაწილე გუნდმა  ,,Carpe Diem'' საქველმოქმედო ორგანიზაცია ადენესის დახმარებითა და მხარდაჭერით, 2014 წლის 20 მაისს თავისუფლების მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გავმართეთ აქცია-კონცერტი, რომელმაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰპოვა, ერთის მხრივ ვეხმარებოდით საკუთარი სიცოცხლისათვის მებრძოლ პატარა უშიშარ სოფიოს, რომელიც იმყოფებოდა ისრაელში და ჰაერივით სჭირდებოდა ჩვენი, როგორც სულიერი, ისე მატერიალური თანადგომა და მეორეს მხრივ,

ჩვენ აღნიშნული აქციით დავაანონსეთ, ჩვენი შემდგომი გეგმები და გავაცანით საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს, ის აქციები და კონკურსები, რომელთა ჩატარებასაც ახლო მომავალში ვგეგმავთ, სადაც გამარჯვებულებსა და უბრალოდ იღბლიანებს გადაეცემათ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ფასდაკლებითი ბარათები და წიგნები, აღნიშნულმა გეგმებმა საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია და ბევრმა ჩვენი საკონტაქტო მონაცემებიც კი დაიტოვა, რათა არ გამოტოვონ ჩვენს მიერ ზემოთ ხსენებული აქციები, კონკურსები და უბრალოდ იღბლიანთათვის გათამაშებული ჯილდოები, აქციაზე გვერდს გვიმშვენებდნენ და მონაწილეობას იღებდნენ ახალგაზრდა მომღერლები: დები ზვიადაურები, შოთა ადამაშვილი, მირანდა მაისურაძე, სოფიო ქუბრიაშვილი,

ასევე ჩვენს ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ ახალგაზრდა პოეტები: ოთო ფალიანი, გიორგი ჩაკვეტაძე, მიხეილ ჭიჭინაძე, ანა ლაშხელი და გაგა გომართელი,  რომლებიც კითხულობდნენ სხვადასხვა ამონარიდებს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობიდან და მასთან ერთად თავის ნაშრომებსაც აცნობდნენ საზოგადოებას, ბოლოს აქცია იმდენად საინტერესოდ წარიმართა და დამსწრე საზოგადოება იმდენად ჩაერთო მასში, რომ უამრავი მსურველი გამოჩნდა თავისი მოწოდებებითა და შემოქმედებით,

 იყვნენ ბავშვები, ახალგაზრდები, მოხუცები, იყო შესანიშნავი გარემო და ემოციები, ამ ადამიანებს მათივე დახმარებით ერთი ლამაზი დღე ვაჩუქეთ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს, რომელიც წვიმისა და სუსხიანი დღის მიუხედავად ბოლომდე ჩვენს გვერდით იდგა და გვეხმარებოდა,  ორმაგად სასიამოვნოა, რომ ჩვენს დაგეგმილ პიარ კამპანიასთან ერთად, შევძელით და დავეხმარეთ სოფიოს თუნდაც მცირე თანხით.
კეთილი სურვილებითა და გიჟური იდეებით თქვენი --->>